დავით ბაქრაძე: არ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ 45 ადგილი ვაჩუქოთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე არჩევნების მეორე ტურის წინ, ამომრჩევლებს მიმართავს.

ბაქრაძის განცხადებით, ხვალ გადაწყდება, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული მმართველობა.

„ხვალ განისაზღვრება არა ის, თუ რომელი მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ საკუთარ ადგილებს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიიღო გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩართულიყო და მეორე ტურებში ებრძოლა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 45 ადგილს არ დაუთმობს.

„ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა. არ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ 45 ადგილი ვაჩუქოთ. არ ვაპირებთ უბრძოლველად დავამკვიდროთ ერთპარტიული მმართველობა. მინდა მივმართო თითოეულ ამომრჩეველს, მოდით არჩევნებზე და ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ერთპარტიული, ერთპიროვნული მომავლისგან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს ზოგიერთ ოლქში ხვალ, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიასაია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 300-მდე უბანზე დააკვირდება