დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე გამოძიება უახლოეს მომავალში ყველა კითხვას პასუხს გასცემს

დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში პასუხს გასცემს კითხვებს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში მაქსიმალური გაკეთდა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემო ყოფილიყო.

„ეს ფაქტი, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ და ეს უმკაცრესად იქნება დასჯილი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში პასუხს გასცემს კითხვებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
შემდეგი სტატიაკლინტონმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას WikiLeaks-ის დამაარსებლის ჯულიან ასანჟის ლიკვიდაცია უნდოდა უპილოტოდან