„დავიცვათ კანონები, წესები“ – დავით ნარმანიას პასუხი გარემოვაჭრეებს

ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების პროტესტს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პასუხობს. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის გარემოვაჭრეები, სხვა გარემოვაჭრეების მსგავსად 6 თვის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.

„ქალაქი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ჩვენგან, რომ საჯარო სარგებლობის სივრცეები იქნას გათავისუფლებული, დავიცვათ კანონები, წესები. მაგრამ მეორეს მხრივ, შევდივართ ამ ადამიანების მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, ბაზრობების ადმინისტრაციების მოლაპარაკების საფუძველზე, ისინი 6 თვის განმავლობაში გათავისუფლებული იქნებიან შესაბამისი მოსაკრებლის გადახდისგან,” – განმარტა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებები – სახალხო დამცველს შენიშვნები აქვს
შემდეგი სტატია3 მაისს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება