საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური არ საუბრობს, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას.
“დაველოდოთ, კოალიციის პოლიტსაბჭოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს”, – განუცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს.
მას მედიის წარმომადგენლებთან ასევე არ გაუკეთებია კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზებზე.