“დაუშვებელია ის კომფრონტაციული ფონი, რომელიც დაზარალებულებსა და მთავრობას შორის არის’’ – ელენე ხოშტარია

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაზარალებულების მდგომარეობა შეუმსუბუქოს.
,,ეს ადამიანები ცხადია, სტრესის ქვეშ არიან და ძალიან დიდი ტვირთი დააწვათ. მათთვის ეს გადარჩენის საკითხია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ემოციებსაც უნდა გავუგოთ და მთავრობა უნდა იყოს უკიდურესად დაკავებული მათზე ზრუნვით. ეს არ არის კერძო საკითხი, რომ მთავრობამ ხელები დაიბანოს და თქვას, რომ წადით, მოაგვარეთ კერძო პირთან. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაზარალებულებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს. შესაძლოა, მათთვის დამწვარ შენობაში შესვლა არ შეიძლება, მაგრამ გეგმა უნდა არსებობდეს, რომ ამ ადამიანებს საქონელი გამოუტანონ და ნახონ რა გადარჩა. შესასწავლია მათი მდგომარეობაც და ამზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. უშუამდგომლოს ბანკებთან, ფინანსური დახმარება გაუწიოს და ა.შ. სხვადასხვა ტიპის გზა შეიძლება გამოინახოს,’’- აცხადებს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მომუშავე ჯგუფი “ეს შენ გეხება”-ს წევრებმა დატოვეს