დაურ კობახია: „ხალხი მიხვდა, რომ წყლის ნაყვას აზრი არ ჰქონდა!“

ენგურზე დროებით გამშვები ორი პუნქტის დახურვის გამო, პროტესტი შეწყდა და ხალხი დამშვიდდა, – ციტირებს „სპუტნიკ აფხაზეთი“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, დაურ კობახიას სიტყვებს
„ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რომ გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიგვიღია, ის ნაფიქრია, განსაზღვრული აზრი აქვს და აღშფოთების მიუხედავად, არ შევცვლით. ხალხმა გაიგო, რომ უაზრობაა წყლის ნაყვა და დამშვიდდა,“ – განაცხადა კობახიამ, რომლის ინფორმაციითაც, ოტობაიასა და ნაბაკევის დროებითი გამშვები პუნქტები 5 მარტს დაიხურა, 6 მარტს კი, დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
შეგახსენებთ: აღნიშნული პუნქტების დახურვის გადაწყვეტილება აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 2016 წლის ბოლოს მიიღო.

banner
წინა სტატიაშისოხუმში 1913 წელს აშენებულ თურქულ აბანოებს ანგრევენ
შემდეგი სტატიამედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა იგივე რაც ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა შევარდნაძის მთავრობაში