“დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა….ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან”- ბრალდებულის ადვოკატი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 12:24

“დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა….ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან”- ბრალდებულის ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი განაჩენმა აჩვენა, რომ დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა:

„ამ განაჩენით სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ არის ცნობილი ვინ მოკლა დავით სარალიძე, არ ვიცით ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ექსპერტებმა დაადგინეს რომ 5-ვე შემავალი ჭრილობიდან არცერთი არ არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფისგან მიყენებული, ასევე გამართლდა მეორე კანონთანკონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნიც, შესაბამისად დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა. შესაბამისად გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა რომ პროკურატურას არ ქონდა სწორი პოზიცია, დადგინდა რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან. ახლა უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ რა ღონისძიებებს გაატარებს იმ გამომძიებლების და პროკურორების მიმართ, რომლებმაც გააყალბეს მტკიცებულებები.“- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

 

 

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics