დათო იყო კეთილი, რეპავდა ხოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 17:29

დათო იყო კეთილი, რეპავდა ხოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“

51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ზაზა სარალიძის მიმარვთას ეხმაურება და მოკლული დათო სარალიძის შესახებ კომენტარს “პირველ არხთან” აკეთებს. თურქაძე ამბობს, რომ მას უჭირს შეაფასოს, რას ემსახურება ინფორმაცია, რომელიც სარალიძესთან დაკავშირებით გავრცელდა.
„მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დათოს ამ საქციელზე კომენტარის გაკეთება მომიწევდა და ძალიან ვწუხვარ, რომ უფროსების არასწორ ინფორმაციაზე, აი, ასეთ განცხადებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ. დათო იყო თავაზიანი, წესიერი, საყვარელი ადამიანი და ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს. ის იყო კეთილი, რეპავდა ხოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. იყო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, მასთან არასოდეს ყოფილა ასეთი პრობლემა.
ვერ გეტყვით, რას ემსახურება ეს სიცრუე. ეს არასწორი განცხადებაა, რაც ცუდად გაჟღერდა. სკოლაში ვერც ვიფიქრებდით, რომ მსგავსი ტიპის განცხადებაზე მოგვიწევდა კომენტარის გაკეთება. მას უყვარდა სიცოცხლე, ყველა ღონისიძიებაში იყო ჩართული” აცხადებს 51-ე სკოლის დირექტორი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 17:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,388
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics