(+ვიდეო) დათა ახალაია 26 მაისის აქციის დარბევის წინ – მეტი დაკავებული, მეტი პრემია

„მეტი დაკავებული, მეტი პრემია“, – ასე მიმართა დავით ახალაიამ 26 მაისის კუდ-ის ქვედანაყოფებს.

“ჩვენ ვაკავებთ. რაც მეტი. მეტი დაკავება გვინდა. სიჩუმე. ვაკავებთ ყველას, მეტი დაკავებული, მეტი პრემია. ვსიო, ნელა”, – აცხადებს დავით ახალაია.

ამის შესახებ აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პრემიის სახით მხოლოდ „კუდ“-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად ივანე მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9000 ლარი, დავით ახალაიამ 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4135 ლარი.
იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, რეალური ვითარების დამალვის და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის სამი თანამშრომელი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სხვა საფუძვლით, 26 მაისამდე იყო დათხოვნილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: ჩემს შვილებს მინისტრად ვისურვებდი, კარგად გაართმევენ თავს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურა გია ლორთქიფანიძეს დაკიკთხვაზე იბარებს