ბიძინა ივანიშვილი:”ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ! “

შეხვედრა ფრაქცია

bidzinasaguramooo-cr-739x428როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს იყო კორპორატიული წვეულება, რომლის თამადა თემურ ჭკუასელი იყო. საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ასევე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. შეხვედრას არ ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და არც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. შეხვედრა ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივით დაიგეგმა. “ჩვენ  ძველით ახალ წელი აღვნიშნეთ. არანაირი პოლიტიკური საკითხები შეხვედრაზე არ განიხილებოდა-აცხადებდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეკრების მიზეზი იყო ახალი წელი.

“ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ! “- ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშირა ჩაიდინა სტამბულში გენკონსულობისას ზვიად კვაჭანტირაძემ და რას მალავს დღემდე?
შემდეგი სტატიაფოთის რაიონულ პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის მანქანას ესროლეს