დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა – “მწვანე მუშტი” და “აუდიტორია 115” დღეს აქციას გამართავს

საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულების შრომითი უფლებების დასაცავად, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია 115“-ის წევრები საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავენ .

ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ბოლო პერიოდში სხვადასხვა ორაგნიზაციიდან გათავისუფლებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე დაიწყება.

„მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია 115”-ის წევრებმა გუშინ, აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართეს, სადაც მცირე დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრნენ და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.

შენობა აქციის მონაწილეებმა, დასაქმებულების შრომითი უფლებების დასაცავად სპეციალური განცხადების გაკეთების შემდეგ დატოვეს.

აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარეთ პროფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, „ფრესკოსა“ და „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები, ასევე, ქსნისა და ტყიბულის მეშახტეები შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაში„კანონპროექტში არის რამდენიმე სერიოზული და საფრთხის მომცველი დებულება“ – ანა დოლიძე ე.წ. ფარულ მოსმენებზე
შემდეგი სტატიატრამპმა მაკკეინს ლუზერი უწოდა