დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა, შედეგს მალე მოიტანს – დიმიტრის ავრამოპულოსი მიგრაციის ზრდაზე

8 საათზე მეტხანს გაგრძელდა ბრიუსელში, ევროკავშირის 28 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა. ერთ-ერთი თემა, რომელიც მინისტერიალზე განიხილებოდა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იყო, რომელიც ევროპისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამ თემას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი შეეხო.
მისი თქმით, ქართული მხარე გაფრთხილებულია არალეგალების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემის მოგვარებას ოფიციალური პირები შეძლებენ.
“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკანონო მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად და კონკრეტულ ღონისძიებების ჩატარებაზე ერთად ვმუშაობთ. ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ექნება. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის უფლება, რომელსაც ასევე ვალდებულებები ახლავს თან.
“ამ საკითხზე და რისკებზე, რომლებიც თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნასთან არის დაკავშირებული, მუდმივად უნდა იყოს საუბარი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა, შედეგს მალე მოიტანს,”-განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა.

banner
წინა სტატიაშილონდონის მეტროს აფეთქებაში ბრალდებულმა წვრთნები ტერორისტებთან გაიარა
შემდეგი სტატიაევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან