“დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ”

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა დავალება შეასრულა.

კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ქართველები უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირში მალე შეძლებენ.

“გადაწყვეტილება მიღებული არ არის, დაველოდოთ. თუმცა, წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ საფრანგეთი და გერმანია თავს იკავებს. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ. ყველა რეფორმა განხორციელდა. გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას და ჩვენ შევძლებთ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.

ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი სახელის კორცხელთან დაკავშირება არ გამოუვა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: მოგმართავთ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთა იმ აგრესიულ კატეგორიას, ვისაც ეს ეკუთვნის