“დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ივნისის სამიტზე აღიარებენ საქართველოს პროგრესს“ – სტოლტენბერგი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 16:54

“დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ივნისის სამიტზე აღიარებენ საქართველოს პროგრესს“ – სტოლტენბერგი

ნატოს ახალი შტაბბინა ხვალ თავდაცვის მინისტერიალს პირველად უმასპინძლებს. ალიანსის სამეთაურო სტრუქტურასა და სამხედრო მომზადების საკითხზე მოკავშირეები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ავღანეთის მისიას, რომელშიც ქართული ქვედანაყოფიც მონაწილეობს. მინისტერიალის დღის წესრიგზე დღეს იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი რეფორმების გატარების თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით. ეს ეხება კანონის უზენაესობას და იმასაც, რომ საქართველო განაგრძობს კორუფციასთან ბრძოლას. ზუსტად როგორ გავაკეთებთ ამას ჯერ არ ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ივნისის სამიტზე აღიარებენ საქართველოს პროგრესს“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გასულ კვირას ნატოს ახალ შტაბბინაში ასევე გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს. თუმცა ასევე თქვა, რომ ეკონომიკური სანქციები ეფექტურია და რუსეთმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა.

„გასულ კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვერა გაიმართა. შევეხეთ უკრაინის თემას სამხედრო სფეროში გამჭვირვალეობას.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია დიალოგის გაგრძელება ეს ადვილი არ არის, მაგრამ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციები იმიტომ რომ რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს ამას ყოველთვის მოჰყვება შედეგი, სანქციების გაუქმებამდე რუსეთმა ჯერ ქმედებები უნდა შეცვალოს”-აცხადებს სტოლტენბერგი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 16:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics