,,დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს” -,,ოცნებამ” რუსთავში წარდგენა გამართა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში,ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი შვიდივე მუნიციპალიტეტშიეყოლება.მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობისკანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის – რამაზბუდაღაშვილი, მარნეულის – თემურ აბაზოვი, ბოლნისის – დავითშერაზადიშვილი, დმანისის – გიორგი ტატუაშვილი, წალკის – ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს – გიორგი ქორიძე. პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა დააღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდიუპირატესობით გაიმარჯვებენ.

„თითოეული მათგანი ნამდვილი პროფესიონალია, რომლებიც მზადარიან, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაჭრას მოახმარონ. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად უნდაავაშენოთ ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმათ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მთავრობის მეთაური მერობის კანდიდატებს მთელი საქართველოსმასშტაბით წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი – ის ფაქტი, რომ ლადო ჭანტურია იქნება მოსამართლე და არა ევა გოცირიძე, არის პირადად ჩემი დამსახურება
შემდეგი სტატიაშსს განცხადებას ავრცელებს