დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მოსალოდნელ არჩევნებს შეეხება- ალასანია ჯონ კერის ვიზიტზე

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოში ისეთი მაღალი დონის ვიზიტი, როგორიც ჯონ კერის ჩამოსვლაა, ბოლო პერიოდში არ განხორციელებულა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ არჩევნების წინ პარტნიორი ქვეყნიდან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდება.

”წლებია უკვე ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვებს აჩენდა. არჩევნების წინ როდესაც ასეთი მაღალი დონის წარმომადგენელი ჩამოდის ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან, ეს არის მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი შეეხება მოსალოდნელ არჩევნებს. ჩვენი პარტნიორები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ თუ საქართველოს უწერია გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ შეგვიძლია ხელისუფლების ცვლა დემოკრატიული გზით. ამიტომ ეს შანსი გვეძლევა 2016 წლის არჩევნებზე”, – განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს დღეს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა
შემდეგი სტატიაფოთში 14 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო