,,დარწმუნებული ვარ, რომ 99% მხარს დაუჭერს, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის ერთობა”

დარწმუნებული ვარ, 99% მხარს დაუჭერს, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის ერთობა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გამართა.

მისი თქმით, მიზანშეწონილად მიიჩნევს ეს საკითხი გავიდეს რეფერენდუმზე.

”ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ერთხელ და სამუდამოდ – ეს ამბავი დავამთავროთ თუ მუდმივად უნდა იყოს ამაზე საუბარი, რომ გავა გარკვეული ხანი და ვინმე დაგვაძალებს ამას, ამ ქვეყანაში მიიღეს, იმ ქვეყანაში და ა.შ. რეფერენდუმით მოისპობა საუბარი იმაზე, რომ არავინ არაფერს გვაძალებს და ჩვენი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი. ამით არ შეიძლება ევროპას მიაყენო ჩრდილი, რომ გვაძალებს რამეს. რეფერენდუმი არის იმისთვისაც, რომ ყველანი დავრწმუნდეთ – ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის. მუდმივად ამოტივტივდებოდა ხოლმე ეს თემა, რადგან კონსტიტუციაში ხაზგასმით არ არის მეუღლეები განმარტებული. არ არის განმარტებული ქალი და კაცი, ეს გარკვეულ ინტერპრეტაციას და ვერსიის საშუალებას იძლევა, რომ მეუღლეები შეიძლება იყვნენ კაცი და კაცი, ქალი და ქალი”, – განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, არ შეიძლება სახელმწიფომ მწვანე შუქი მისცეს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების აკრძალვას.

”მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება სახელმწიფომ მისცეს მწვანე შუქი. ისე, ვისაც სად უნდა, როგორც უნდა იქ იყოს, არავინ დასდევს ფარნით და სანთლით. მე დარწმუნებული ვარ, რომ 99% დაუჭერს მხარს, რომ ქორწინება არის ქალის და კაცის ერთობა”, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვან პროექტებს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”
შემდეგი სტატიაქართული საინჟინრო ელიტა ზაქარია ქუცნაშვილის წინააღმდეგ