“დარწმუნებული ვარ, ეს საქმე როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება – არაფრით”

ეს საქმე როგორც დაიწყო, ისე დასრულდება – არაფრით. ამის შესახებ სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმ სატელეფონო ჩანაწერების ირგვლივ დაკითხეს, რომელიც უკრაინულმა საიტმა გამოაქვეყნა.
გივი თარგამაძის თქმით, ეს არის სრული ბოდვა. მისივე თქმით, დღეს ადრე გამოვიდა, პროკურატურაში მისი წინა დაკითხვა 11 საათი გრძელდებოდა, ახლა კი მხოლოდ 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არაფერია სალაპარაკო.
“უბრალოდ პროცედურული დაცვა ხდება, მისვლა და მოსვლა. ისევ შემოიხედე გენაცვალეზე ვრჩებით”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
იგი არ გამორიცხავს, რომ კიდევ დაიბარონ. თუმცა მისი შეფასებით, დღეს მისი დაკითხვაზე დაბარება სასაცილო იყო. “დარწმუნებული ვარ, ეს საქმე როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება – არაფრით. ამ საქმიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირების მიცემა აბსურდია”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
მისი თქმით, ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს. თუმცა, აცხადებს, რომ თემა, რომელზეც ფარულ ჩანაწერებშია საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხრიდან, ხმამაღლა იყო გაცხადებული. “ჩვენ მზად ვართ და ეს განვაცხადეთ კიდევაც, რომ “რუსთავი 2″-ს დავიცავთ ფიზიკურად”, – განაცხადა თარგამაძემ.
მოდულის შენობასთან მას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ელოდნენ. თარგამაძე დაკითხვაზე 16:00 საათზე მივიდა.

banner
წინა სტატიაშირომელი ქართული წიგნი დაუტოვა ღარიბაშვილმა ვილნიუსის უნივერსიტეტს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა