“დარისპანის გასაჭირი“ აზერბაიჯანულ ენაზე და დარისპანის თურქი შემსრულებელი თბილისში

necati_zenginქ. ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნეჯატი ზენგინი, 10 სექტემბერს, თბილისს ესტუმრება. როგორც თეატრის პრესსამსახურში განაცხადეს, თურქი მსახიობი, საქართველოს დედაქალაქში ქართველი კოლეგის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ჩამოდის და ჰ. ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის დასთან ერთად, სპეტაკლში “დარისპანის გასაჭირი”, დარისპანის როლს თურქულ ენაზე ითამაშებს. ნეჯატი ზენგინის პარტნიორობას გაუწევს ქართველი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. თურქი არტისტის თბილისში ჩამოსვლას თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და თურქული კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს. რეჟისორ ვარლამ ნიკოლაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “დარისპანის გასაჭირი”, დარისპანის როლი, ქ. ტრაპზონის მხატვრული თეატრის სცენაზე, ნეჯატი ზენგინიმ პირველად ალბათ ორი ათეული წლის წინ ითამაშა. თურქულ თეატრალურ თუ კინო საზოგადოებაში ის აღიარებულია როგორც ერთ ერთი საუკეთესო დრამატული მსახიობი. ნეჯატი ზენგინის, შესრულებული აქვს მთავარი როლები როგორც თეატრში, ასევე თურქულ მხატვრულ ფილმებში.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ხელმძღვანელი: მოსკოვი მსოფლიო წესრიგის მოშლას ცდილობს
შემდეგი სტატია(video) კლინტონმა ესპანურენოვანი წინასაარჩევნო რგოლი გამოაქვეყნა