დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს I-ს წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური : სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა პრაქტიკულად დაადასტურა