დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონპროექტი მოუმზადებლად მიიჩნია და მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქე თავის პენსიას თვითონ დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება. პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც, ანუ სოციალური პენსიაც. გათვალისწინებულია, რომ სისტემა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდეს.

banner
წინა სტატიაშიიქნებ რესურსები გამოინახოს, რომ ჟურნალისტებს წვრთნა ჩაუტარდეთ და სწორი მეტყველება შეძლონ – ალიბეგაშვილი
შემდეგი სტატიაბაგა-ბაღში ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე სასამართლომ დამნაშავედ ცნო