დარეჯან მინდიკაური : მაგდა პაპიძე მსახიობი იყავი მთელი ცხოვრება და ახლაც მსახიობი ხარ

“შავები რატომ გაცვია მაგდა, ამის უფლება გაქვს? მსახიობი იყავი მთელი ცხოვრება და ახლაც მსახიობი ხარ. 8 საათი ორი მიცვალებული გედო წინ. ჩააბარე მამაოს აღსარება?”, – დარეჯან მინდიკაურის ეს სიტყვები მაგდა პაპიძის შეკითხვას მოჰყვა.

ბრალდებულმა მოწმეს ჰკითხა, როდესაც დამლაგებლად მუშაობდა ხსნარებისა და სხვადასხვა ჰიგიენური საშუალების სამსახურიდან სახლში მიტანის უფლება თუ ჰქონდა.

“არა, მაგდა, ამის უფლება არ მქონდა. ომარი შენს სიტყვებს, შენს აზრს პატივს სცემდა და იზიარებდა. თუ ხასიათზე არ იყავი, კარებს არ მიღებდი. თუ არ გინდოდა, ბავშვს ჩემთან არ უშვებდი. ჩემთან მეზობლების მოსვლა არ გსიამოვნებდა და ამას მეზობლები თავად მეუბნებოდნენ. ცდილობდი ჩემთან დისტანციური ურთიერთობა გქონოდა. ბავშვის ავადმყოფობის გამო სასწრაფო გამოგიძახია და საქმის კურსში არ მაყენებდი. დედაშვილობა მხოლოდ საჭმლის მომზადება, ტანსაცმელი და ყურადღება არაა. ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ბავშვის მიმართ აგრესიული იყავი. უბრალო რაღაცაზე თორნიკეს უკიოდი. შენი სიმკაცრე იყო ისტერიკა. სანამ შენ ჩვენს ოჯახში შემოხვიდოდი, სახლიდან ხმაური არ გასულა. რატომ გინდა ამტკიცო, რომ შენ დედა ხარ. შენ კიდევ ფიქრობ, ვინმეს ისე შეუყვარდები, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარდი“, – მიმართა მინდიკაურმა ყოფილ რძალს ბრალდებულის შეკითხვების საპასუხოდ.

თავად პაპიძის თქმით კი, აგრარულ უნივერსიტეტში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, რომ შვილის ოცნება აესრულებინა და ძვირადღირებული სათამაშო მანქანა ეყიდა.

“მაგდა სიყვარულისთვის არ აპირებს ბრძოლას, მაგდას არაფერი აღარ დარჩენია. ვინც მიყვარდა ყოველთვის მეყვარება. მე აგრარულ უნივერსიტეტში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, რომ შვილის ოცნება ამესრულებინა და ვუყიდე ძვირადღირებული სათამაშო მანქანა. დაკეცილი გადასაფარებელი შემოიტანე ოთახში გასარეცხადო. დაკეცილი ეს გადასაფარებელი სარეცხის მანქანის კარებში არ შეეტეოდა. რატომ შევიდოდი წყალზე დედამთილის ოთახში და რატომ გავაგებინებდი, როდესაც მანამდე ჩემი ოთახიდან 3 მეტრში, კორიდორში იყო საერთო ონკანი. დისტანცია არ იყო ჩვენს ურთიერთობაში და ვერავინ მოახერხებს დისტანციის გაჩენას. ხარჯთაღრიცხვის რვეული არსდროს დამიმალავს. სარეკლამო სააგენტოში კასტინგის გზით შემარჩიეს მთავარი მეტყველება და ვიზუალი იყო. სიდენია სადაური სიტყვაა ჩემს მეტყველებაში არის მსგავსი სიტყვები? როგორი მეუღლე ვიყავი საჭმელი ლანგრით მიმქონდა თუ არა ომარისთვის ყოველდღე?”,- განაცხადა პაპიძემ რომელსაც საშუალება მიეცა, მოწმისათვის კითხვები დაესვა.

მოწმე დარეჯან მინდიკაურს ამ წუთებში ადვოკატები კითხავენ. მინდიკაურის დაკითხვა ორი დღეა, მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: “გვახსოვს, როგორ დაამთავრა იანუკოვიჩმა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა”
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება