დაპირისპირება თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.ამ წუთებში საკრებულოში სხდომა უნდა დაიწყოს, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო, სხდომის დაწყება ვერ ხერხდება. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი და პარტიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, მთაწმინდის პარკში 1 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე. პუშკინის სკვერის ქვეშ, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე იქნა მიღებული.

banner
წინა სტატიაშიN5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
შემდეგი სტატიაCNN –ს რუსეთი აფრთხილებს