დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოსთან

დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოსთან – საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. მათ შესვლის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ ენმ-ის დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე, რომლებსაც საკრებულოში საკუთარ კაბინეტში შესვლა სურდათ.

ენმ-ის წევრები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვენ და იმ დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას, რომლებმაც ენმ-ის წევრზე, ბესო ქათამაძეზე ფიზიკურად იძალადეს.

ენმ-ს დეპუტატები ამბობენ, რომ მათ შენობაში შესვლა და შიმშილობის დაწყება სრუთ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები მათ არ აძლევენ. ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.

ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის შს მინისტრი ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარების შეჩერებას აპირებს
შემდეგი სტატიაკანადელმა ყოფილ შეყვარებულს კარიერის დანგრევის გამო სასამართლო მოუგო