დაპირისპირება ენგურის ხიდზე

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია აგვისტო 2, 2016 19:05

დაპირისპირება ენგურის ხიდზე

მნიშვნელოვანი

  • გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა

სხვა სტატიები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა. დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლის მოლოდინის მიუხედავად, ქართველი პატიმრის გათავისუფლება არ მოხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ენგურის ხიდზე გადმოსული ქართული დელეგაცია ლალი ბასარიამ უმოქმედობასა და არაეფექტურ მუშაობაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზურ მხარესთან გაურიგდა და სინამდვილეში ტყვეთა გაცვლის სიაში გიორგი ლუკავა არ ყოფილა. რა გარიგებაზეა საუბარი, ბასარიას არ დაუკონკრეტებია.

„აფხაზებს ზაქარეიშვილმა რომ ფურცლები გადასცა, იქ სიაში ლუკავა არ იყო. ამის უკან ისეთი რამე იმალება, რაზეც დღეს, თუ ხვალ იქნება საუბარი, ახლა რომ ვისაუბრო ამაზე, მეშინია იქ არ მომიკლან“, – უთხრა ჟურნალისტებს ლალი ბასარიამ და დასძინა, რომ მეტს ამ საკითხზე მისი პატიმარი მეუღლის უსაფრთხოების გამო ვერ ისაუბრებს.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის დავით კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს გიორგი ლუკავას გათავისუფლება. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პატიმრის გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ლალი ბასარია აღნიშნულზე არასწორ ინფორმაციას ფლობდა.

გიორგი ლუკავა, მიმდინარე წლის 10 მარტს, აფხაზეთს დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გადმოცემულ 8 ქართველ პატიმართან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ლუკავას გადმოცემაზე მისთვის გაურკვეველი მიზეზებით, აფხაზურმა მხარემ უარი თქვა.

გიორგი ლუკავას გარდა, სხვა რა საკითხები იყო ხუთხმხრივ შეხვედრაზე განხილული, ამის შესახებ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, შეხვედრის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი მოგვიანებით გაავრცელებს.

წყარო

 

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია აგვისტო 2, 2016 19:05
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics