დაპირისპირება და ემოციური ფონი, რომელიც იყო “ქართულ ოცნებაში” ჩავთვალოთ, რომ წარსულია – ბესელია ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბრობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2018 13:19

დაპირისპირება და ემოციური ფონი, რომელიც იყო “ქართულ ოცნებაში” ჩავთვალოთ, რომ წარსულია – ბესელია ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბრობს

დაპირისპირება, რომელიც არსებობდა „ქართულ ოცნებაში“ უნდა ჩავთვალოთ რომ არის წარსული – ეს განცხადება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.
ბესელია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გუნდში არსებულ დაპირისპირებას დაასრულებს.

დეპუტატის თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის და გუნდის გაერთიანება აუცილებელია, რადგან წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. ბესელია ფიქრობს, რომ პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებული ივანიშვილის სწორედ ამ გამაერთიანებლის ფუნქციას შეითავსებს.

„გარკვეული სირთულეები თუ გარკვეული ემოციური ფონი, რაც ჩანდა საჯაროდ ჩავთვალოთ, რომ არის წარსული და განვლილი ეტაპი. ვფიქრობ, რომ თავისთავად ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ პარტიის მთავარი დამფუძნებლის, მე ვფიქრობ რომ ეს ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი პარტიისთვის ის უთუოდ შემოიტანს პარტიის და პოლიტიკური გუნდის შიგნით იმ გამაერთიანებლის ფუნქციას, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის,“-აცხადებს ბესელია.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კადიდატად ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის წარდგენას, ბესელია ამბობს, რომ ბახტაძე გამორჩეული მინისტრია, თუმცა ამ ეტაპზე პრეზიდენტის კანდიდატურის განხილვა არ იგეგმება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხი გუნდში პარტიის ყრილობის შემდეგ დადგება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2018 13:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics