დაფინანსებას სავარაუდოდ 4 პარტია დაკარგავს და 2 – შეიძენს

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს სავარაუდოდ 4 პარტია დაკარგავს და 2 – შეიძენს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის, პარტიების დაფინანსების წესის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილ თანხას ცესკო-ში რეგისტრირებული ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, თუ ბოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 % ან 3 %-ზე მეტი მიიღო. ხმათა რაოდენობა პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით გამოიანგარიშება.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავენ – “კონსერვატიული პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან” ერთად იყო და სტატუსს და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა.

უცნობია, შეუნარჩუნებენ თუ არა მრეწველებს 300 000-ლარიან დაფინანსებას, რომელსაც “ქართული ოცნების” დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისთვის იღებს.

2017 წლიდან დაფინანსების მიმღები ხდება “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში ბლოკში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად იყო და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”, რომელიც ბლოკში “ევროპულ საქართველოსთან” ერთად იყო.

დაფინანსების მიმღებ კვალიფიციურ სუბიექტებად რჩებიან – “ქართული ოცნება”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ლეიბორისტული პარტია”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “დემოკრატიული მოძრაობა”, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი”, “თავისუფალი საქართველო”, “ტრადიციონალისტები”, “ზვიად გამსახურდიას გზა”, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა”, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ახალი საქართველო”.

საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრებს გია ჟორჟოლიანს და სიმონ ნოზაძეს ეკუთვნის.

ინიციატივას არასამთავრობოები აკრიტიკებენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა მხარემ შსს-ს კიდევ 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა
შემდეგი სტატიაბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს