დანიაში ზიკის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დანიაში ზიკის ვირუსის დიაგნოზით პაციენტი საავადმყოფოში დააწვინეს – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
ექიმების თქმით, დაავადება გამოუვლინდა მამაკაცს, რომელიც ქალაქ აარხუსში ცხოვრობს – ის რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდან, სადაც ვირუსის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

გამოკვლევების თანახმად, დაავადება სასიკვდილო არ არის, მაგრამ ბავშვებში ტვინის შემცირებას იწვევს, რომელთა დედებმაც გადაიტანეს ავადმყოფობა ორსულობის პერიოდში. ვაქცინა პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის არ არსებობს. დაავადება ტემპერატურის მატებას და გამონაყარს იწვევს.

დანიის შემთხვევა პირველი არ არის ევროპაში. 23 იანვარს კარიბის სანაპიროდან 3 ინგლისელი ჩამოვიდა დაავადებული.
ჩილესა და კანადის გარდა, ზიკის ინფექცია მოდებულია ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ის 2015 წელს აფრიკიდან და აზიიდან მოხვდა. ექიმები დაავადებაზე მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიBerliner Zeitung-ის მიმართ რუსი გოგონას შესახებ სტატიის შემდეგ მუქარები დაიწყო
შემდეგი სტატიაჩინეთის მრეწველობამ ტრილიარდი დოლარი იზარალა