დანიამ შემდგომ ევროინტეგრაციაზე უარი თქვა

დანიელების უმეტესობამ რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციაზე უარი განაცხადა – ამის შესახებ ინფორმაციას დღეს “ევრონიუსი” ავრცელებს.
სამართალდამცავ სისტემასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე 53%-ზე მეტმა უარი გამოთქვა – ქვეყნის მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა ამტკიცებდა, რომ ახალი ზომები პოლიციელებს ტრანსასაზღვრო დანაშაულებების გახსნას გაუადვილებდა.
ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მიმდინარე რეფერენდუმი მეშვიდე იყო.
გამოცემა იტყობინება, რომ ახლა უკვე შესაძლებელია დანია იძულებული გახდეს ევროპოლი დატოვოს – ევროკავშირის სამართალდამცავი ორგანო, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულებს, ტერორიზმს და ადამიანებით ვაჭრობას ებრძვის. სავარაუდოდ, მისი სამართლებრივი სტატუსი 2016 წელს შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: რეფორმა იმისთვის არ ჩამიტარებია, რომ შოთაძის უფროსი ვიყო
შემდეგი სტატიაქართველი”კანონიერი ქურდი” იკა “მარტვილსკი” დააკავეს [ვიდეო]