“დანაშაულია, ღია სივრცეში წამების ამსახველი კადრების ჩვენება”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფილმის “სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის” ჩვენების ორგანიზატორებზე ის ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, არ იცის, იყო თუ არა ორგანიზაციის “ყველა თაობა საქართველოსთვის” ყოფილი ხელმძღვანელი და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე წამების ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზებაში ჩართული.

“გია სალუქვაძის საჯარო ჩვენების ორგანიზებაზე, ჩემს განცხადებაში ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო, არ ვიცი იყო თუ არა ეს პიროვნება ჩარეული ამ ჩვენებაში. ეს იყო საშინელება, რომ ვიღაცამ გააკეთა ორგანიზება და საჯარო თავშეყრის ადგილებზე მოეწყო წამების კადრების ჩვენება. ეს იყო საშინელება თავისთავად, რომ ასეთი კადრები არსებობს ბუნებაში და ეს მემკვიდრეობა გაგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დანაშაულია, ღია სივრცეში ამ კადრების ჩვენება. თუ აღმოვაჩინე, რომ ასეთი ჩარევა მოხდა, დამერწმუნეთ, ჩემი გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური, ამ ტრიბუნიდან გეუბნებით”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” ორგანიზებით, ფილმის “სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა” ჩვენება რამდენიმე რეგიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნული ფილმის ჩვენებას არასრულწლოვნებიც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიდასაქმებული ადამიანების 60-ათასიანი ზრდა კერძო სექტორზე მოდის – გიორგი კვირკაშვილი
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლობები ჰქონდეს ქვეყნებში, სადაც არაღიარების პრობლემებია”