“დამრჩა განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი”- ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებულ გზის სამშენებლო სამუშაოებზე.

“მე დამრჩა ასეთი განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი. ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე და რამდენიმე თემასთან დაკავშირებით წინ გადავდგით ნაბიჯი, რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. იქ რამდენიმე საკითხიც წავწიეთ წინ.
ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია იმ დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება საოკუპაციო ხაზზე”, – განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ქართულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ “მათ აქვთ თავისი პოზიცია”.

“რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ თქვენთანაც ისაუბრა ბატონმა კარასინმა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს შორის არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები”, -აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების მოწყობა ერთგვარ ტენდეციად იქცა”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინა