დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად

alasan1უმთავრესი დღეს რისთვისაც შევიკრიბეთ მოქალაქეები არის ის რომ გამოვხატოთ უდიდესი თანადგომა და სოლიდარობა უდანაშაულო ადამიანების მიმართ, რომლებიც აღმოჩნდენ ციხეში პოლიტიკური დაკვეთით. გამოვხატოთ თანადგომა მათი ოჯახების მიმართ,მათ ეს თანადგომა ძალიან ჭირდებათ.- განუცხადა ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა პროკურატურასთან.

ალასანიას თქმით ეს არის უდიდესი უსამართლობისა და პროტესტის განცდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ვერ დაიცვა ეს ადამიანები უსამართლობისგან, პოლიტიკური შეკვეთისგან.

„დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზეც პროკურატურა მაინც რჩება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ბერკეტად. ეს უნდა შეიცვალოს და მე, ჩემი თანაგუნდელები და თანამოქალაქეები ჩვენს სიტყვაში სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ვიდრე ოქტომბერში, არჩევნების გზით ხელისუფლება არ შეიცვლება, აუცილებლად გაგრძელდება აქციები.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ ხუთ ადამიანს სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი კაბელების საქმეში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ხედავს