დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე – საქართველო მილოცვებს იღებს

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო მილოცვებს იღებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც პავლო კლიმკინი საქართველო-უკრაინის ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

პავლო კლიმკინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და პარალელების გათვალისწინებით, ეს თარიღები როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულ დატვირთვის მატარებელია.

უწყების ინფორმაციით, წერილში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინის მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავგანაგრძობენ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“ – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკებში აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიააღმოვფხვრათ მარაზმი, რასაც დღესდღეობით შოთაძე და მისი უწყება აკეთებს – ზაზა სარალიძე