„დამნაშავეები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით” – დავით უსუფაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაზე

თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნებზე დღეს პირველი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა უნდა იყოს გამოძიებული უსწრაფესად და ამასთან ერთად, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ის პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

„დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. როდესაც დანაშაული ხდება, განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები მუხლის გადაკვალიფიცირებას და მკვლელობის მცდელობად შეცვლას ითხოვენ. პარტიის ლიდერები პასუხის მოლოდინში არიან.

ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი და რა ეტაპზეა გამოძიება – ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ახალ დეტალებს ელოდებიან. თავისუფალი დემოკრატები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში„ევროპის საბჭოში შიმშილობას გამოვაცხადებ,”- ზაზა ხატიაშვილი ევა გოცირიძესთან დაკავშირებით საუბრობს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: „ასე კიდევ 4 წელი რომ გაგრძელდეს, ისე უკან წავალთ, რომ იქიდან ვეღარ გამოვალთ!“