“დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სრულიად რეალურია.

მინაშვილის თქმით, სააკაშვილის დაბრუნება სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ მოხდება, როცა გაიმარჯვებს ის ძალა, რომელსაც ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს.

“2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა, იმისათვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში ვითარება. გამოცდილება, ქვეყნის წინ წასვლისა და განვითარების. დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება”, – განაცხადა მინაშვილმა 2030 – ს ეთერში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნებში გაიამრჯვებს და ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამაღალრეიტინგულ ტელეკომპანიებს შორის ,,რუსთავი 2“ 80%-ით ლიდერობს – IRI-ის კვლევა