დამასკოში აფეთქება პატარა გოგონამ მოაწყო

სირიის დედაქალაქში პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება დაახლოებით 7-8 წლის გოგონამ მოაწყო -ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გაზეთ Al-Watan-ს მონაცემებით, რომელიც სირიის მთავრობის პოზიციებს იზიარებს, ასაფეთქებელი ქამარი გოგონას სხეულზე იყო მიმაგრებული. ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურად ამოქმედდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ ნახა, თუ როგორ შევიდა გოგონა პოლიციის შენობაში, იქ მან იკითხა, თუ სად იყო საპირფარეშო, რომლის შემდეგადაც აფეთქება გაისმა.
წინაწარი მონაცემებით, გოგონას გარდა არავინ დაღუპულა. არიან დაშავებულები, თუმცა, მათი რაოდენობა არ ზუსტდება -წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიvideo გუდაუთის ერთადერთი კაფე ხანძარმა გაანადგურა
შემდეგი სტატიაNational Geographic-ის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები (ფოტო)