დამარცხებისათვის განწირულთა სია და კახა მიქაიას სკანდალური განცხადება

გიხაროდენ!!!

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაიაზუგდიდში, სადაც მეგრელი ბიჭების გამაუპატიურებელი ნაციონალური მოძრაობა საოცარ რეანიმაციას განიცდის და სანდრა რულოვსის წინამძღოლობით არჩევნების მოგებას აპირებს, სააკაშვილის რეჟიმის ზონდერები კვლავ გველებივით ასისინდნენ, კუნთები შეათამაშეს და შეტევაზე გადავიდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია რამდენიმე დღის წინათ ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ინციდენტი, როცა ყოფილი პოლიციელი, ზონდერობაში მხილებული ვინმე ზაზა ხასაია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერ კახა მიქაიას წაეყელყელავა და შურისგებით დაემუქრა.
—კახა, ვინ არის ზაზა ხასაია და რა უნდოდა თქვენგან?
— ზაზა ხასაია არის ნაციონალების ზონდერი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, როლანდ ახალაიასა და მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი, რომელიც წლების განმავლობაში დაგვდევდა და გვავიწროებდა. არსებობს ვიდეოკადრები, ხასაია ფიზიკურად როგორ უსწორდება ჟურნალისტ ნანა ფაჟავას და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე ზონდერმა ხასაიამ „ჩალიჩი“ დაიწყო, რომ პოლიციაში დარჩენილიყო, რაღაც მანქანებით ჩემამდეც მოაღწია და მთხოვდა, რომ მისი მხილება აღარ გაგვეგრძელებინა, რაზეც უმკაცრესი უარი ვუთხარი.
მიუხედავად ამისა, გრიგოლ ბესელიამ, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას ერთი პერიოდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ჰყავდა დანიშნული, ნაცზონდერი ხასაია სამსახურში მიიღო, რასაც ჩვენი პროტესტი მოჰყვა. ხასაია სამჯერ მოხსნეს და დანიშნეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მივაღწიეთ იმას, რომ ახალაიებისა და ქარდავას ზონდერს პოლიციაში აღარ ემუშავა.
რამდენიმე დღის წინათ, კონკრეტულად, 26 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, ზუგდიდის ცენტრში, ჩემს სახლთან ახლოს, მე და ჩემს მეგობარ გიორგი ჯღარკავას ზონდერი ხასაია გზაზე გადაგვიდგა და შეურაცხყოფა მოგვაყენა!
— რა ფორმით მოგაყენათ შეურაცხყოფა?
— მანქანით ვმოძრაობდი და რომ დამინახა, ყვირილი ატეხა — „პატრიოტო, წადი შენიო!“ ბუნებრივია, მეც შესაბამისი პასუხი გავეცი და სიტყვიერი დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ზონდერმა ხასაიამ მითხრა — ცოტა ხანში მოვა დრო და მე შენ შეგჭამ, გაგანადგურებო!
— ე.ი. ზუგდიდში ნაცრეჟიმის ზონდერები დიდ გულზე არიან?
— დიახ, ხასაია და მისნაირი ნაცზონდერები ზუგდიდში ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ, რაც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. სამეგრელოში „ქართულ ოცნებას“ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, რის გამოც სააკაშვილის ზონდერები ფიქრობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ჩვენზე შურს იძიებენ!
ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელებამ ნაცებს წარმატების იმედი ჩაუსახა!
პირდაპირ ვაცხადებ, რომ უსუსური და უნიათოა „ქართული ოცნება“, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა სანდრა რულოვსის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას უბედავს და თან სად? — ზუგდიდში, სადაც სააკაშვილის რეჟიმმა მეგრელი მამაკაცები მაგიდაზე თოკით დააბა და გააუპატიურა!
დიახ, დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რულოვსისა და ხასაიასნაირი ზონდერებისათვის სათანადო ადგილი მიეჩინა!
დიახ, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ბრალია, რომ დღეს რულოვსები და ხასაიები აფოფრილები არიან და შურისძიებით გვემუქრებიან!
სამეგრელოში „ქართული ოცნების“ კრებსით სახედ იქცა ნაციონალი ამირან ლაგვილავა, რომელმაც კორცხელში სამარცხვინოდ წააგო არჩევნები!
„ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად კოლექტიური ამირან ლაგვილავა წარუდგინა და ეს ძალიან სამარცხვინოა!
ამ ხელისუფლებამ სამეგრელოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიყენებული ჭრილობები კი არ მოუშუშა, პირიქით, უფრო გაუღრმავა და ნაციონალებს უფლება მისცა, რომ სანდრა რულოვსს მეგრელებისათვის ურცხვად განეცხადებინა — ჩვენ თქვენ გაუპატიურებდით, მაგრამ აწი აღარ გაგაუპატიურებთო!
— ხელისუფლებასთან რა პრეტენზიაც გაქვთ, გასაგებია, მაგრამ რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც ზუგდიდში სანდრა რულოვსს თაიგულებითა და ტაშისკვრით ეგებებიან?
— პირდაპირ ვაცხადებ — სამეგრელოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გამაუპატიურებლების დედოფალ სანდრა რულოვსს ყვავილებით ხვდება, გაუპატიურების ღირსია!
ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს ჩემი ეს განცხადება და თუ ეწყინებათ, ცივი წყალი დალიონ!
ძალიან მიმძიმს, ჩემს კუთხეზე, ჩემს ხალხზე ეს ვთქვა, მაგრამ მათი საქციელი მაძლევს უფლებას, ასეთი განცხადება გავაკეთო!
— სანდრა რულოვსს და ნაცმოძრაობას რეალურად აქვთ შანსი, რომ ზუგდიდში არჩევნები მოიგონ?
— სამწუხაროდ, შანსი აქვთ! პირადად ჩემთვის, კახა მიქაიასთვის, ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვება დამანგრეველი და გამანადგურებელი იქნება!
კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას — გაანძრიეთ ერთი ადგილი და ნუ დანებდებით ამ მკვლელებსა და გამაუპატიურებლებს!
ასე მშვიდად ყოფნით გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია! „ქართული ოცნება“ როგორც იქცევა, ეს არ არის სიმშვიდე, ეს არის მარცხთან შეგუება, რაც ჩემთვის აუტანელია!
სამეგრელოს მოსახლეობასაც მივმართავ — როცა საარჩევნო ურნასთან მიხვალთ, კარგად დაფიქრდით, უახლოესი წარსული გაიხსენეთ და სინდისის კარნახით მიიღეთ გადაწყვეტილება!
— ზემოთ თქვით, რომ სამეგრელოში „ქართულ ოცნებას“ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. რით არის ეს გამოწვეული?
— „ქართული ოცნების“ მიერ სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ პერსონებს, ერთი-ორის გამოკლებით, მე ვუწოდებ დამარცხებისათვის განწირულთა სიას, რომელიც პრემიერ-მინისტრს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ შესთავაზა!
პირდაპირ ვაცხადებ — სამეგრელოში „ქართული ოცნების“ დაბალ რეიტინგზე პასუხისმგებლობა ეკისრება გუბერნატორ ლევან შონიას და რაც ამ არჩევნებზე მოხდება, ამაზეც პასუხი მან უნდა აგოს!
„ქართული ოცნება“ საკუთარი შიდა კვლევებითაც კი სამეგრელოში ნაცმოძრაობასთან არჩევნებს აგებს და ეს ცენტრალურ ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან!
— მერედა, თუ იციან, ამას ეგუებიან?
— არ მინდა, დავიჯერო, რომ მარცხს ეგუებიან, მაგრამ ჯერჯერობით იმასაც ვერ ვხედავ, რომ ვითარების გამოსასწორებლად რამეს აკეთებენ!
არ მინდა, მოვესწრო იმ დღეს, როცა ნაციონალები მთელი სამეგრელოს მასშტაბით ისევე იზეიმებენ გამარჯვებას, როგორც ცოტა ხნის წინათ სოფელ კორცხელში იზეიმეს!
არ მინდა, მაგრამ, საუბედუროდ, ამ დღის მოახლოებას ვგრძნობ!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი “ასავალ-დასავალი”

banner
წინა სტატიაშიდღეს და ხვალ საქართველოში წვიმა და ელჭექი, ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატია(+ვიდეო) დაკარგულთა ოჯახის წევრების ემოციური ჩართვა დღის ამბებში და კითხვები თავდაცვის მინისტრს