“დამანებეთ თავი, რაც პროკურატურამ თქვა სიმართლეა” – ელბერდ კობერიძე

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

გალის რაიონში მცხოვრები ელბერდ კობერიძე, რომლის წამების ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს, პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ფაქტები, რომელზეც პროკურატურამ ისაუბრა სიმართლეა.

„ყველაფერი არის სიმართლე. ერთს გეტყვით, დამანებეთ თავი. ყველაფერი ჩაწერილია პროკურატურაში. ინტერვიუს მიცემა არ მინდა“, – განაცხადა ელბერდ კობერიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

მსგავსი მასალები:
რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს საქართველოში თურქეთის ელჩი ეხმაურება
გასაჩივრდება თუ არა გვარამიას გენდირექტორად აღდგენა- ხალვაშის ადვოკატის კომენტარი

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი პროკურატურის თანამშრომლებს საცოდავებს უწოდებს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას ტყუილში ადანაშაულებს