“დამალვას არავინ აპირებს, რომ წინა პრემიერის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ ცივი იყო”

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრვლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება, რომ თითქოს თანამშრომლობისთვის მხოლოდ პრემიერ-მინისტრია მზად, ხოლო “ქართული ოცნება” – არა.

ქუცნაშვილის თქმით, ისურვებდა, პრეზიდენტს დაეკონკრეტებინა, ვისთან აქვს კონსტიტუციური თანამშრომლობის ვალდებულება და ვინ აცხადებს უარს.

“ვისურვებდი, პრეზიდენტმა დააკონკრეტოს, ვის აქვს მასთან კონსტიტუციური თანამშრომლობის ვალდებულება და ვინ აცხადებს უარს. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არა მგონია, სწორი იყოს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა “2030”-ში.

ქუცნაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს უმრავლესობის წინა ლიდერისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ უმრავლესობასთან შეხვედრის სურვილი აქვს, თუმცა ეს სურვილი დაძაბულობის ფონზე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ გაჩნდა.

“იმის დამალვას არავინ აპირებს, რომ წინა პრემიერის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ ცივი იყო”, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ორწლიან პროცესში, პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც შეძლო ურთიერთობა, რომელთანაც მანამდეც შესაძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, მომავალშიც იქნება, არის გიორგი კვირიკაშვილი.

“იგი არასდროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი, თუ როგორც ვიცე-პრემიერი”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“განსხვავებები ამ ფიგურებს შორის არ არის” – პრეზიდენტი რესპუბლიკელებისა და მეჭიაურის დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატია(+ვიდეო),,კვირიკაშვილი ყველაზე სუსტი პრემიერია საქართველოს ისტორიაში”