დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 13, 2018 16:53

დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ

მნიშვნელოვანი

  • „დამაბრუნეთ უკრაინაში. მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სხვა სტატიები

„დამაბრუნეთ უკრაინაში. მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა უკრაინელებს მიმართა.

„ჩემო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირ დიად ქვეყანას მართავდნენ. პეტრო პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, რესტორან “სულგუნში”, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 13, 2018 16:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,947
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics