დალია გრიბაუსკაიტე იმედოვნებს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის პირველ ნახევარში დაწესდება

„ვულოცავ საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ პოზიტიურ შეფასებას“

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იმედოვნებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის პირველ ნახევარში დაწესდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
“მისასალმებელია, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ რეფორმების მიღწევამ სათანადო შეფასება მიიღო. ევროკავშირი გამოხატავს ერთიან მხარდაჭერას აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც უფრო მჭიდრო ინტეგრაციის გზა აირჩიეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მომავალი წლის პირველ ნახევარწელიწადში დაწესდება”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
მანამდე, პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით ანგარიშს “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში მიესალმა და საქართველოსა და უკრაინას წარმატება მიულოცა.

banner
წინა სტატიაში“დოიჩე ველე” საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესებს განმარტავს
შემდეგი სტატიაბაღდადი ვაშინგტონს ერაყელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს