დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ისრაელმა, საბერძნეთმა, უკრაინამ, ბულგარეთმა და ირანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისა და დახმარებისთვის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან სტიქიის ზონაში გააკეთა.

„პირველივე დღიდან გამოითქვა დახმარების სურვილი და ჩვენ მივიღეთ დახმარება აზერბაიჯანისგან, თურქეთისგან სომხეთისგან ასევე ბელარუსისგან. მივიღეთ წინადადებები სხვა ქვეყნებიდანაც. გუშინ გამოითქვა ასევე დახმარების მზადყოფნა აშშ-ისგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, საბერძნეთისგან, უკრაინისგან, ბულგარეთისგან, ირანისგან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე სტიქია ისევ მძვინვარებს.

ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს. ინტენსიურ სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, სატყეოს თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

banner
წინა სტატიაშიხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება
შემდეგი სტატიარუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას, ოლგა დემინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს