დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ობამას მოკვლას აპირებდა

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა მამაკაცი, რომელიც, მათი თქმით, ობამას მოკვლას აპირებდა – Fox News-ი ავრცელებს.
იტყობინებიან, რომ შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. 40 წლის ეჭვმიტანილს, ჯოზეფ გარგლიულოს, ჩხრეკისას დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩნდა, მათ შორის ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი.
გამოძიების თქმით, მამაკაცმა არა ერთხელა გამოთქვა ობამას მოკვლის სურვილი მარტას-ვინიარდის მოედანზე, სადაც შვებულების პერიოდში პრეზიდენტი გოლფის სათამაშოდ დადის. ასევე, მისი სურვილი იყო, სამართალდამცველებსა და მუსლიმებზე თავდასხმა.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დაკავებული ფსიქიკურად დაავადებულია, კერძოდ, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ში მალე საომარ მდგომარეობას შემოიღებენ. მამაკაცი სტეროიდებს იღებს.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს
შემდეგი სტატიაჯონ ლენონის მკვლელს მეცხრედ უთხრეს უარი ვადამდელ განთავისუფლებაზე