დაკავებული ტერორიზმთან კავშირს უარყოფს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აღიარებს- ნანუაშვილი

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი მოინახულა. როგორც თავად ომბუდსმენი აცხადებს, დაკავებული ტერორიზმთან კავშირს უარყოფს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აღიარებს:

„უკვე მოინახულა ჩვენმა წარმომადგენელმა ტერორიზმში ბრალდებული. ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. ის უარყოფს ზოგადად ტერორიზმთან კავშირს, ასევე ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია. ის იცნობდა მხოლოდ ერთ ადამიანს, შესაბამისად, ის იყო დაინტერესებული, რომ ინფორმაცია მიეღო მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რა ინფორმაციაც ჩვენ მას მივაწოდეთ“,- განაცხადა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დღევანდელი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ”- გროისმანი
შემდეგი სტატია“სუს-ი პარლამენტში უნდა მოვიდეს” – კაპანაძე