დაკავებული ქართველების, მათ შორის 2 არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

სოფელ მე-2 ოტობაიას მთვრალი გამგებელი სოფლის ცენტრში წევს ამ წუთებში

aleqsandre -chikvaizeოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ქართველების, მათ შორის 2 არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე 19 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებული 6 მოქალაქე, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია, ნაბაკევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ, თუმცა ამის შემდეგ მათ შესახებ უწყებას ინფორმაცია არ მიუღია.
8 მოქალაქე აფხაზური ე.წ. “პასპორტების” ქონის გამო გაათავისუფლეს, დანარჩენი ხუთის ბედი კი გაურკვეველია.
“ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსშ ჩავაყენეთ, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ამ დრომდე არ ვიცით, სად არიან ბავშვები“, – აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელოში ალექსანდრე ჩიკვაიძე

banner
წინა სტატიაშიე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო