დაკავებული პრინცი ალ-ვალიდი, საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს

Ammon News.-ის ცნობით, საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ბენ ტალიალი, რომელიც სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად კორუფციის, ქრთამის მიცემის, ფულის გათეთრებისა და ოფიციალურ პირთა შანტაჟის ბრალდებით დააკავეს, ხელისუფლებასთან საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალ ვალიდი, რომელიც ანტიკორუფციული უმაღლესი კომიტეტის ხელმძღვანელმა, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედმა სამეფო ოჯახის სხვა ათეულობით წევრთან ერთად დააკავა და ელ რიადის სასტუმრო Ritz Carlton-ში გამოკეტა, საკუთარი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მემკვიდრე პრინცი მუჰამედის განცხადებით, რომელიც მან ამერიკულ მედიასთან გააკეთა, მის მიერ დაკავებულ პირთა 95%-მა, საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა და უკანონოდ მითვისებული ქონების, რომელიც მისივე განცხადებით 100 მილიარდ დოლარამდეა, დაბრუნების თანხმობა განაცხადა და ისინი ახალ წლამდე განთავისუფლებულნი იქნებიან.

რაც შეეხება პრინც ალ ვალიდს, რომელიც საუდის პირველი მეფის მეოცე ვაჟის შვილი და დღევანდელი მეფის ძმისშვილია, ის  მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ოცეულში მოიაზრება და ეტყობა ამ ტიტულის დათმობას არ აპირებს და ახალ წელსაც სასტუმროს ნომერში გამოკეტილი შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალ ვალიდის საქართველოს სტუმრობის დროს, ჩვენი ხელისუფლება მას დიდი პატივით,  როგორც სერიოზულ ინვესტორს დახვდა.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები გაირკვა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:ლევან დათუნაშვილი მოგვიკლა დღეს ვერაზე ვიღაც გარეწარმა