დაკავებული პოლიციელები და დიპლომატები – პოლიციამ რუსეთის საელჩოდან 400 კგ კოკაინი ამოიღო

ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოდან პოლიციამ 400 კილო კოკაინი ამოიღო.

რუსი და არგენტინელი სამართალდამცველების საერთო ოპერაციის ფარგლებში, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე 6 ადამიანი დააკავეს.

გამოძიება ნარკოტიკების რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირების საქმეზე 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც არგენტინაში რუსეთის ელჩმა, პოლიციას დიპლომატიური რეისით ნარკოტიკების შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.

კოკაინით სავსე 16 ჩანთა, საელჩოს ტერიტორიაზე მოქმედი სკოლის შენობაში ინახებოდა. დაკავებულებს შორის პოლიციელები და დიპლომატიური უწყების თანამშრომლები არიან.

banner
წინა სტატიაში21 კილო კონტრაბანდული ოქრო და ვერცხლი – ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი ამხილა
შემდეგი სტატიალუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა