დაკავებული მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი

დაკავებული მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება – ამის შესახებ ТСН.uа წყაროზე დაყრდნობით წერს.

“დიახ, ეს დეპორტაციაა. დეპორტაცია ევროპაში”, – აღნიშნა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან.

ამავდროულად, სხვა მაღალჩინოსანი ТСН.uа-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დეპორტირება მოხდება არა ნიდერლანდებში, სადაც მას მხოლოდ საკუთარი სურვილით შეეძლო წასვლა.

“ამას ჰქვია რეადმისია – არალეგალის დაბრუნება იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა”, – დაამატა გამოცემის წყარომ.

ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება, საიდანაც ის 2017 წლის სექტემბერში შევიდა უკრაინაში.

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დააკავეს. unian-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს, ვინც სააკაშვილი დააკავა, “სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის” ფორმები ეცვათ. რესტორანში შევარდნის ვიდეო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს
შემდეგი სტატიავარშავა – კიევი 17:25 წთ- სააკაშვილის მომხრეები აეროპორტის ბლოკირებას იწყებენ