დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დატოვეს. როგორც ეპარქიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მეუფესთან „აღსარების დონეზე ჰქონდა საუბარი“. სხვა დეტალებზე მან საუბარი არ ისურვა.
„მეუფესთან არაფერზე არ გვისაუბრია და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება თუ გაინტერესებთ, არ არის დაცული. აღსარების დონეზე ვისაუბრეთ რაღაც და თქვენ რატომ უნდა მოგიყვეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული. საქმეზე გამოძიება 18-108-ე მუხლით მიმდინარეობს.