დაკავებული დეკანოზის ადვოკატები პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

“ციანიდის საქმის” გაგრძელება – ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შედის. დეკანოზის უფლებადამცველები იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროებას უკრძალავს, ამ დროს კი პროკურატურა კონტექსტიდან ამოღებული ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს.

”პირველ რიგში ვითხოვთ, რომ ამ 374-ე მუხლის ნორმა შეჩერდეს, სანამ სასამართლო განხილვას დაიწყებს და დაამთავრებს ამ საკითხზე, ვინაიდან, არსებობს ალბათობა, რომ როგორც აქამდე იზღუდებოდა ამ უკანონო ნორმით ჩვენი უფლებები, ახლა უკვე ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობა დადგეს ამ უკანონობით. ამავდროულად უმთავრესია, რომ ამ ნორმის კონსტიტუციურობა დადგეს დღის წესრიგში და უამრავი სამართლებრივი არგუმენტი არსებობს, რის გამოც ეს ნორმა უნდა გაუქმდეს,“- განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

იურისტის გიორგი ჩიტიძის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

“მსჯავრდებულს და მის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს მთელ რიგ უფლებებს არღვევს, როგორიც არის, სამართლიანი სასამართლო, გამოხატვა, დისკრიმინაცია და ა.შ. საკმაოდ ვრცელი სარჩელია. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაიწყებს განხილვას, რადგან ჩვენ ნორმის შეჩერების მოთხოვნაც დავაყენეთ,“ – აღნიშნა ჩიტიძემ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით უამრავ ხათაბალას- სიგუა
შემდეგი სტატია„დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული და ასეთად დარჩება“ – ანა დოლიძე კონსტიტუციაზე